06:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 18:50:12, 1995 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაცია გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ კონსენსუსის უზრუნველყოფის აუცილებლობას უსვამს ხაზს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, კონსულტაციები გააგრძელოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა:

„შეხვედრა იყო საინტერესო და კონსტრუქციული, მათ შორის საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან. აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს პოლიტიკურ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან.

საქართველოს პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო საკითხებზე კონსენსუსის უზრუნველყოფა, პოზიციების დაახლოება, თანხმობის დოკუმენტის კონსტიტუციის ირგვლივ ფართო კონსენსუსის უზრუნველყოფა, შესაბამისად, უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, პრეზიდენტის გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს, რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსენსუსისკენ.

საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა შედგება ყველასთან, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. დღევანდელი კონსტრუქციული შეხვედრის შემდგომ ცხადია კომუნიკაცია გრძელდება აღნიშნულ საკითხებზე“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" და პოლიტიკურ პარტიებს კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვა გასულ კვირას შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით უკვე შეხვდა 20-მდე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს.

საპარლამენტო უმრავლესობასთან დღეს გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.

მმართველი გუნდიდან კი პრეზიდენტის სასახლეში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები - მამუკა მდინარაძე, გია ჟორჟოლიანი, ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე იმყოფებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics