2017-10-04 18:35:41, 1979 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: პრეზიდენტს დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია
ფრაქცია "ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ორ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტს დღეს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუხმოვანებია.
კერძოდ, საუბარია ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე.
თუმცა, მისივე თქმით, კარგია, რომ აღნიშნულ ორ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად კონსენსუსი არსებობს.
"ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე, გადაწყვეტს თუ არა, რომ მან ეს ორი საკითხი, რომელზეც კონსესუსი არსებობს, ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში თუ ეს კონსესუსი არ იქნა გათვალისწინებული, ვიფიქრებთ ვეტოს დაძლევაზე",-განაცხადა მდინარაძემ.
ავტორი: ,