|
2017-10-04 15:06:44, 2156 ნახვა
საზოგადოება
ესტონეთში აჭარის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდება
აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ესტონელი ჟურნალისტები ტელერეპორტაჟებს, ბლოგებსა და სტატიებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ჟურბალისტები რეგიონს 4 დღით სტუმრობდნენ. პრესტურის ფარგლებში სტუმრები ბათუმისა და მთიანი აჭარის ტურისტულ პროდუქტებს, ადგილობრივ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაეცნენ. მათ საშუალება მიეცათ თავადვე ჩართულიყვნენ კულინარიულ მასტერკლასში და აჭარული კერძი „სინორი“ მოემზადებინათ. ენვერ ხაბაძის სახელობის აჭარის სახელმწიფო ანსამბლში „ბათუმი“ კი ჟურნალისტებმა აჭარული განდაგანის ფორმები მოირგეს და თავადვე ეცადნენ ცეკვას. პრესტურის მონაწილეები ასევე, დაესწრნენ ბათუმის საავტორო ფილმებისა და ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალებს, რომლებსც ბლოგებს მიუძღვნიან. ტელეკომპანია Kanal 2-ის საღამოს გამოშვებაში კი აჭარის თითოეული ტურისტული მიმართულების შესახებ ეტაპოპრივად ჯამში, 5 რეპორტაჟი გავა. „ესტონეთი რეგიონისთვის ახალი სამიზნე ქვეყანაა, სადაც წელს პირველად დავიწყეთ სარეკლამო კამპანიების განხორციელება, რაც აქტიურ ინტერნეტ რეკლამსა და გარე რეკლამას ითვალისწინებს. რეგიონის ცნობადობისა და დადებითი იმიჯის ჩამოსაყალიბებლად ჩვენ ასევე მოვიწვიეთ წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები, რომლებიც აჭარის შესახებ სტატიებსა და რეპოტაჟებს გამოაქვეყნებენ. ჯამში კი ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან წელს აჭარაში 20-მდე პრესტურს გავუწიეთ ორგანიზება, რომლის შედეგად რეგიონს 170-ზე მეტი ჟურნალისტი სტუმრობდა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსმა ნინო ხახუბიამ.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)