07:00 - 06 Jun, 2026
|
2015-01-15 16:23:09, 2022 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის საელჩოში დონეცკის ქალაქ ვოლნოვახში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა უკრაინის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახის წევრებს და მთელ უკრაინელ ხალხს. სახელმწიფოს მეთაურმა პირადად მიუსამძიმრა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვასილ ციბენკოს. ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა დღეს უკრაინელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა. შეგახსენებთ, 13 იანვარს დონეცკის ოლქში სამგზავრო ავტობუსს ჭურვი ესროლეს. ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)