06:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 11:04:42, 2406 ნახვა

პოლიტიკა
სირიის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა (ვიდეო)

სირიის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. რესპუბლიკის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს შეხვდა, - ამის შესახებ ApsuaTv იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დელეგატებმა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

"სირიელი ხალხი საერთაშორისო ტერორიზმთან აქტიურ ბრძოლას აწარმოებს. გვიხარია, რომ ამ წელიწადში აფხაზურ-სირიული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ეს სხვადასხვა უწყებების ერთობლივ მუშაობაზე აისახა. ცოტა ხნის წინ ჩვენთან ჩამოვიდა სირიის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები და საერთაშორისო შეჯიბრი მოეწყო. ასევე იყვნენ ჟურნალისტები, რომლებმაც აფხაზეთზე რეპორტაჟი მოამზადეს. სირიაში შექმნილი სიტუაცია აფხაზურ საზოგადოებას ძალიან აღელვებს და მას ექსპერტებიც განიხილავენ. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დიალოგის ფორმატში, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა დაურ კოვემ.

თავის მხრივ, სირიული დელეგაციის ხელმძღვანელმა სანაა აბო ზაიდმა განაცხადა, რომ აფხაზებისთვის კარგად არის ცნობილი ყველა ის მოვლენა, რაც ახლა სირიაში ხდება, რადგან მისივე თქმით, იგივე აქვთ გადატანილი.

„აფხაზებმა წარსულში იგრძნეს ის ტკივილი, რომელსაც ჩვენი ხალხი ახლა გრძნობს. ჩვენ დავინახეთ, რომ აფხაზური საზოგადოება სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ძალიან კარგად არის ინფორმირებული და სოლიდარობას გვიცხადებს. არის მყარი საფუძველი რომ ორმა ქვეყანამ ითანამშრომლოს“, - განაცხადა სანაა აბო ზაიდმა.

ამასთან, კოვემ რუსეთის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ოფიციალური კრემლი სირიას ტერორიზმთან ბრძოლაში ეხმარება. მანვე დასძინა, რომ დასავლეთი სირიაში, რუსეთის ქმედებების ბლოკირებას ცდილობს.

ცნობისთვის, სირიის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ რეგიონში 27 სექტემბერს ჩავიდა და დე-ფაქტო პარლამენტის წევრებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე დე-ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერმა ვალერი კვარჩიამ განაცხადა: "ჩვენ ქვეყნებს ჰყავს საერთო სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი  და ეს რუსეთია".









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics