2017-10-03 18:59:36, 2559 ნახვა
მსოფლიო
ISIS-მ ვიდეო გაავრცელა, სადაც მათი მტკიცებით, ტყვედ აყვანილი 2 რუსი სამხედროა გადაღებული
ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ვიდეო გაავრცელა, სადაც მათი მტკიცებით ტყვედ აყვანილი 2 რუსი სამხედროა გადაღებული, - ამის შესახებ ინფორმაციას დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო Amaq-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სამხედროები, 22 სექტემბერს აიყვანეს ტყვედ. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი, შესაძლოა ცოცხლად დაწვეს.
როგორც ვიდეოში ერთ-ერთი პირი აცხადებს, ის როსტოვის მკვიდრია. მისივე თქმით, ის სირიაში, შოლას დასახლებულ პუნქტზე კონტრშეტევის დროს დაატყვევეს.
მამაკაცის თქმით, მასთან ერთად ამავე თავდასხმის დროს მეორე პირიცაა დაკავებული.
ორივე ადამიანს სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება.
ავტორი: ,