|
2017-10-03 17:08:20, 2132 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი ვაჭრობის საკითხებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ვაჭრობის საკითხებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლის, მარკ პრიტჩარდის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მთავარი თემა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის „უორდროპის დიალოგის" ფარგლებში ეკონომიკური მიმართულებებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს და მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შედგება. შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ელჩის მოადგილე ტიფანი სედლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)