06:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 14:11:22, 2217 ნახვა

სამართალი
სააპელაციომ გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ დავით ჩხიტუნიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის  უფროსის ყოფილი მოადგილე დ.ჩ.  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების სამ ეპიზოდში დამნაშავედ სცნო.  

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ.ჩ.-მ, რომელიც 2005-2009 წლებში, იკავებდა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობებს, როგორც საჯარო მოხელემ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირებს მიანიჭა არაერთი უკანონო პრივილეგია და ისინი ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, არაერთხელ უკანონოდ გამოიყვანა  საპატიმრო დაწესებულებიდან, რამაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ჩ. დაუსწრებლად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ'' საქართველოს კანონის გამოყენებით, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით  ჩამოერთვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. დ.ჩ. იმყოფება მიმალვაში და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics