04:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 13:33:19, 1651 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბირბიჩაძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას კარდაკარ ხვდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას კარდაკარ ხვდება.

გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას მე-3 და მე-6 კვარტალში იმყოფებოდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს სხვადასხვა საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„მიუხედავად ამინდისა, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. არჩევნებამდე 18 დღე რჩება და ვცდილობ, ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს - შევხვდე თითქმის ყველა ამომრჩეველს, მოვისმინო პრობლემები, გავაცნო ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამა, რადგანაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რას გააკეთებს მომავალში მის მიერ არჩეული გუნდი. ჩვენ გვაქვს, როგორც ქალაქის, ასევე, თითოეული რაიონის განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელიც, თავის მხრივ, ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას, ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი და მკაფიო ნაბიჯების გადადგმას, დედაქალაქის იერსახის მოწესრიგებას, ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებას, პარკირების სისტემის, ასევე, საცობების დარეგულირებასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს. სწორედ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვცდილობ მაქსიმალურად ფართო აუდიტორიისთვის იყოს ხელმისაწვდომი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და კარდაკარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამისთვის,“- აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს ისეთ ოჯახებსაც სტუმრობდა, რომელთა წევრებიც ასაკისა თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სურვილის მიუხედავად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს ვერ ესწრებიან. გიორგი ბირბიჩაძემ აღნიშნა, რომ ვაკის გამგებლის მოადგილედ მუშაობისას, მისი საკურატორო სფერო, სწორედ, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება იყო.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში მე პირადად ვხვდებოდი თითქმის ყველას, ვინც სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით გამგეობას მიმართავდა და კარგად ვიცი, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი რაიონი. სწორი მენეჯმენტით, ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ 15 000-მდე ადამიანს გავუწიეთ დახმარება და მე მათ მხარდაჭერას დღეს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ.  ვპირდები ამომრჩეველს, ჩემს გუნდთან ერთად მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სოციალური შეჭირვება მინიმუმამდე დავიდეს. ასევე, გაგრძელდება ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ყველა პროგრამა და ამოქმედდება დამატებით ახალი პროგრამები, იმისათვის, რომ თბილისელებმა იგრძნონ შვება და იცხოვრონ ღირსეულად,“- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics