|
2017-10-03 12:46:50, 2128 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: ტურისტების ნაკადი არ გაჩერებულა, თუმცა არსებული შენიშვნები აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ
ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე და ტურისტების შეფასებების ანალიზის შესაბამისად, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთ მოსამზადებელ ნაბიჯებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს არსებული ნაკლოვანებები და ის ცვლილებები, რომელთა განხორციელება, მომავალი წლის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო უკეთ მოსამზადებლად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. „ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ეს ტურისტული სეზონი უპრეცედენტოდ გრძელია. პრაქტიკულად, ტურისტების ნაკადი არ გაჩერებულა. ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისი დღეს ისევ სავსეა ტურისტებით, გასული წლის შემოდგომასთან შედარებით, გაცილებით მეტი ტურისტი გვყავს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა მიმართულებაზე. ზამთრის სეზონისთვის დიდწილად მზად ვართ, თუმცა, მომავალი ზაფხულის სეზონისთვის ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებებზე მოგვიწევს აქცენტის გაკეთება, მათ შორის - ინფრასტრუქტურაზე, მომსახურების საკითხებზე, ტრანსპორტზე, ექსკურსიამძღოლების კვალიფიკაციის საკითხზე და ა.შ. მე შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომელთა სისტემატიზაციაც გავაკეთეთ და ბევრი ისეთ რამ დავინახე, რაც ახლავე დასაწყებია იმისათვის, რომ მომავალი წლის სეზონს ჩვენ კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვფიქრობ, ტურიზმის ზრდა გვექნება როგორც ზამთარში, ისე - მომავალ წელსაც", - განაცხადა პრემიერმა. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფო ორიენტირებულია სერვისების გაუმჯობესებაზე და მომსახურების დახვეწის პროცესში მაქსიმალურად ითვალისწინებს ტურისტების - სახელმწიფოს სტუმრების შეფასებებს. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ის წარმატება, რომელიც საქართველოს უკვე აქვს ტურიზმის სფეროში, კიდევ უფრო განავითარებს ქვეყანას და ასი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. „ამისთვის საჭიროა, ჩვენ დღესვე დავიწყოთ მუშაობა იმ რეაგირებებზე, რომლებიც ჰქონდათ ტურისტებს ზაფხულის სეზონის განმავლობაში ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, მომსახურების სფეროს თუ სხვა მიმართულებებით, ასევე ყველაფერი გავაკეთოთ კულტურის მიმართულებით, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ და შევქმნათ სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში. ძალიან მახარებს ის, რომ წელს პირველად, ბათუმში, დიდი სასტუმროების გარდა, დაიტვირთა მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროები. ეს არის კიდევ უფრო მეტი სტიმული სასტუმროების ქსელების განვითარებისთვის; იმისთვის, რომ მათ განავითარონ და მოაწესრიგონ თავიანთი მცირე ინფრასტრუქტურა და მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. სამუშაო შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა მინისტრები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდნენ.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)