2017-10-03 11:31:24, 2115 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილთან ერთად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ტიმოშენკოც დაჯარიმდება
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა პარტია "ბატკივშინას" ლიდერს იულია ტიმოშენკოს პოლონეთ-უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პროტოკოლი გადასცეს, - ამის შესახებ Golos.ua იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკის სასამართლო პროტოკოლს უახლოეს დღეებში განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დამნაშავედ ცნო და 3 400 გრივნით (130 აშშ დოლარი) დააჯარიმა.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადაკვეთა
ავტორი: ,