22:25 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-03 10:50:48, 1738 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიან კორპუსს აშენებს, სადაც ბინა 240 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება სამეგრელოს რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

„განაცხადები მიიღება 2017 წლის 4 ნოემბრამდე, შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი, ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6, სამინისტროს ტერიტორიული სამმართველო“,-აცხადებენ უწყებაში.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics