19:59 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 12:47:38, 1799 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა სომხეთში ბავრას საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაცია, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვარზე, დელეგაციას სომხეთის ინვესტიციების მინისტრი სურენ კარაიანი და შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე ვართან არუთუნიანი დახვდნენ.

ბავრას საბაჟო გამშვები პუნქტი ოფიციალურად სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გახსნა.

საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს საბაჟოზე არსებული ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული შემოწმების ზონები, მგზავრთა მომსახურების დარბაზი, თანამედროვე რენტგენო სკანერი და სხვა საბაჟო მოწყობილობა. ბავრას პუნქტის ტერიტორიაზე ასევე ფუნქციონირებს კინოლოგიური სამსახური.

საბაჟო გამშვები პუნქტის დათვალიერების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაციები ბავრას საბაჟო გამშვებ პუნქტში არსებული სერვისების შესახებ.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე - საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილე ირაკლი შარტავა და ფინანსური დეპარტამენტის უფროსი გიორგი გომარელი. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics