|
2017-10-01 17:19:13, 1941 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ჩვენი მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ადამიანის კეთილდღეობა
თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო რგოლის პრეზენტაციაზე 2012 წლის 1 ოქტომბერი გაიხსენა. მისი თქმით, ამ დროს ქვეყანაში ნიჰილისტური განწყობა იყო და მთელი საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანდა. კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ადამიანის კეთილდღეობა: „არ მაქვს უფლება, არ გავიხსენო 2012 წლის 1 ოქტომბერი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს დღე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი ნიჰილისტური განწყობა იყო ქვეყანაში და ბატონი ბიძინა იავნიშვილის იგვლივ გაერთიანდა მთელი საქართველო.გაერთიანდა იმ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, რომელსაც წინა ხელისუფლება წარმოადგენდა.ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ჩვენი ხედვა, მიდგომები განპირობებულია იმ მიმართულებით,რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი, ჩვენი დედაქალაქი იყოს უფრო ლამაზი, კეთილმოწყობილი, განვითარებული რეგიონებით და ასე შემდეგ“,-განაცხად კახი კალაძემ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)