2017-10-01 16:32:23, 2750 ნახვა
მსოფლიო
ავსტრიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვა აიკრძალა
ავსტრიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რელიგიურად ნეიტრალური კანონის თანახმად სახის დაფარვა იკრძალება.
შესაბამისი კანონი უკვე ამოქმედდა.
კანონის თანახმად ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავები, სამედიცინო სამასკარადო ნიღბები, რესპირატორები და სხვა სპეციალური საშუალებების ტარება იკრძალება.
უცხოური მედიის ინფორმაციით, კანონდამრღვევებს ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავს უფლება აქვს კანონდამრღვევს აკრძალული ნივთის მოხსნა მოსთხოვოს.
კანონის დამრღვევები 150 ევროთი დაჯარიმდებიან.
ავტორი: ,