|
2017-10-01 12:08:35, 2011 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ახალქალაქის რაიონში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკალმახე მეურნეობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, - ი/მ აშოტ ხაჩატურიანის საკალმახე მეურნეობა, რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში გაფართოვდა, დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი მიქელაძესთან ერთად მოინახულა. ი/მ აშოტ ხაჩატურიანის საკალმახე მეურნეობაში წლიურად 8 ტონა კალმახს აწარმოებენ. საწარმოში 4 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2014 წელს გაფართოვდა. კომპანია „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 80 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 37 100 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 42 900 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. სამცხე ჯავახეთის რეგიონში შექმნილია 8 ახალი საწარმო და გაფართოვდა 54 საწარმო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)