|
2017-09-30 14:31:31, 2472 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2017“ გაიხსნა
დღეს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ციტრუსის II-ე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2017" გაიხსნა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიზნეს ფორუმის მიზანი ადგილობრივი ციტრუსის პოპულარიზაცია და სარეალიზაციოდ ახალი ბაზრების ათვისებაა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ავთანდილ მესხიძემ. აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრი ფორუმის მონაწილეების წინაშე გასული ციტრუსის სეზონის ანალიზითა და მომავალი გეგმებით წარსდგა. ფორუმის მსვლელობისას პრეზენტაციები გამართეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ციტრუსით დაინტერესებული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებმა. საერთაშორისო ფორუმში მეციტრუსეობის დარგის 9 ქვეყნის 27 კომპანიის 34 წარმომადგენელი მონაწილეობდა. იმპორტიორებმა ბელარუსიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო სამზადისის ტექნოლოგიურ პროცესებს. ფორუმის ფარგლებში სტუმრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნაადრევი ჯიშის ციტრუსის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა. „ციტრუსის ფორუმი 2017" აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)