21:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 13:08:38, 2111 ნახვა

საზოგადოება
აფგან მუხთარლი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაიტაცეს, Pavel Sheremet Journalism Award 2017-ის გამარჯვებული გახდა, - ამის შესახებ ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მმართველმა კომიტეტმა მიიჩნია, რომ მუხთარლიმ, რომელმაც ჟურნალისტიკაში განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სიტყვის თავისუფლების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

"ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ჟურნალისტის სიმამაცემ, რომელიც ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, მაინც მუშაობდა და ამას საკუთარი უსაფრთხოებისა და თავისუფლების რისკის ხარჯზე აკეთებდა",- ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით ედება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. მას არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს ჯიბეში. ამჟამად მუხთარლი აზერბაიჯანში წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics