21:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 11:38:20, 2977 ნახვა

საზოგადოება
ისრაელში სამედიცინო მარიხუანა სასოფლო-სამეურნეო კულტურად აღიარეს

ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამედიცინო მარიხუანა სასოფლო-სამეურნეო კულტურად აღიარა, - ამის შესახებ Merryjane იუწყება.

ახალი კლასიფიკაციის თანახმად, 15-დან 20-მდე ფერმერი სამედიცინო მარიხუანის მოყვანისთვის სახელმწიფო დახმარებასა და გრანტებს მიიღებს, ასევე,  სპეციალურ ტრენინგებს დაესწრება და მოსავლის გაზრდას ისწავლის. სამინისტროს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მარიხუანის მოყვანა დიდ ფერმებზე უფრო მომგებიანი იქნება. კერძოდ კი, საუბარია არანაკლებ 0.4 ჰექტარ მიწაზე.

"მარიხუანის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება ისრაელისთვის, ისევე როგორც მსოფლიოსთვის სიახლეა და მისი სტატუსი ჯერ კიდევ სადავოა. მარიხუანის გაყიდვა და მოხმარება კერ კიდევ ბევრ ქვეყანაში უკანონოა. ამასთან, ჩანს, რომ ბევრ სახელმწიფოში მისი სამედიცინო დანიშნულებით მოხმარება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამას ემეტება ის ფაქრიც, რომ კვლევების დიდი ნაწილი მის დადებით თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას", - აცხადებენ სამინისტროში. 

ამასთან, მედიის ცნობით, სამინისტრომ მარიხუანას მოყვანის უკეთესი მეთოდების გასარკვევად და სპეციალური კვლევების ჩასატარებლად, ბიუჯეტიდან 2 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო.

ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ასევე, სამედიცინო კანაფის საუკეთესო ზრდის აღმოსაჩენად, ბიოქიმიური კვლევებისთვის, 2 მლნ დოლარზე მეტი გამოყო. სამინისტროში თვლიან, რომ სამედიცინო მარიხუანის ექსპორტი 250 მილიონიდან ერთ მილიარდამდე დოლარს მოიტანს.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი ახალი კანონპროექტის ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მარიხუანის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. 15 გრამამდე არასამედიცინო მარიხუანის მოხმარებისთვის დაპატიმრების ნაცვლად იქნება ჯარიმა, ხოლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე მოქალაქე 4 გაფრთხილებას მიიღებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics