|
2017-09-29 18:10:05, 1189 ნახვა
სამხედრო
საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 231 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
ქალაქ ახალციხეში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხესთან ღვთისა და ერის წინაშე ფიცი 231 სამხედრო მოსამსახურემ დადო. მათ კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობასა და ჯარისკაცების მშობლებს მადლობა გადაუხადეს. ფიცის დადების შემდეგ, ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა. კურსის საუკეთესო ინფრასტრუქტორსა და საუკეთესო კურსდამთავრებულს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ფიზიკურ მომზადებაში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურემ საპატიო სიგელი მიიღო. საპატიო სიგელი გადაეცა ასევე ჯარისკაცს ,ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულებისათვის. გამოვლინდა ყველაზე დისციპლინირებული კურსდამთავრებულიც. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში ისინი სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს გაივლიან. ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, რომლებსაც მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. პირადი შემადგენლობა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)