17:46 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 16:21:25, 2134 ნახვა

კომენტარი
ჯეჯელავა: სკოლაში მშობლებისგან თუ სხვა ხალხისგან რაიმე თანხის მოთხოვნა, აბსოლუტურად მიუღებელია

 „სამწუხაროდ, ცალკეული შემთხვევები არის და თითოეული ასეთი შემთხვევა იქნება გამოკვლეული. აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც კონკრეტული პედაგოგების, ასევე სკოლის ადმინისტრაციის“, - ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო სკოლებში სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებისთვის თანხის აგროვების საკითხს.

მინისტრის თქმით, დღეს სკოლას ყველანაირი საშუალება აქვს, ყველაფერი შეიძინოს და გააკეთოს, რაც საგანმანათლებლო პროცესს სჭირდება.

„სამწუხაროდ, ჩვენ წლის განმავლობაში შემოგვდის ასობით სიგნალი სხვადასხვა სახის კანონდარღვევაზე. ფულის აგროვებით დავიწყებ, რადგან ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქართულ საგანმანათლებლო სიტემაში აბსოლუტურად დავფარეთ მთელი საჭიროება სკოლების. დღეს სკოლას აქვს საშუალება ყველაფერი შეიძინოს და გააკეთოს რაც სჭირდება საგანმანათლებლო პროცესს. ამიტომ ეს გადმონაშთი, მშობლებისგან თუ სხვა ხალხისგან რაიმე თანხის მოთხოვნა, აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას მინდა მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა არანაირი თანხის აგროვებაში“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებში მოსწავლეების ჩართულობას, მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევებზე რეაგირება მკაცრი იქნება.

„ამ წლების განმავლობაში სკოლის დეპოლიტიზაციას და შესაბამისად, ნებისმიერი ცალკეული პედაგოგის ან სკოლის ადმინისტრაციის რაიმე სახის აქტივობა მიმართული ბავშვის ჩართვაზე პოლიტიკურ პროცესში, მიუღებელია. აქაც მკაცრი იქნება ჩვენი რეაგირება. ყველა ასეთ შემთხვევას ბოლომდე მივყვებით“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics