03:45 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 15:50:45, 2045 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს სხდომა განახლდა

თბილისის საკრებულოს სხდომა განახლდა.

დარბაზში 29 დეპუტატი იმყოფება.

სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა მოკლე განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „სამწუხაროა, რომ ვინც კანონს უნდა იცავდნენ, სწორედ ისინი არღვევენ კანონს“.

დღევანდელ დაპირისპირებას საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეე თამარ ტალიაშვილიც გამოეხმაურა.

„ეს იყო დადგმული, კარგად მომზადებული სცენარი, რომელიც მიზნად ისახავდა, გაპიარებულიყო „ნაცმოძრაობა“ დ „ნეო ნაცმოძრაობა“. ეს იყო მიზანი, მაგრამ შედეგად მივიღეთ ძალიან დადებითი რამ, იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელზეც დღეს იქნება მსჯელობა. ის რომ თბილისში მართლა იგეგმება პარკინგის მოწყობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პუშკინის სკვერთან, დადებით გარემოებაა, რომელსაც დიდი ხანია ელოდება თბილისის მოსახლეობა“, - აღნიშნა ტალიაშვილმა.

შეგახსენებთ, სხდომა თითქმის ორი საათი განმავლობაში ვერ იწყებოდა. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატები და მათი მხარდამჭერები სხდომაზე განსახილველ ერთ-ერთ საკითხს აპროტესტებდნენ. კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვაა დაგეგმილი. კომპანია ითხოვს, რომ მიწი ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცეს და სანაცვლოდ ადგილზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ასევე მოაწყობს რამდენიმე დონიან მიწისქვეშა პარკინგს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics