21:23 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 15:32:45, 1899 ნახვა

საზოგადოება
ორგანიზატორის ინფორმაციით, ემირ კუსტურიცას კონცერტის ბილეთები სიტუაციის გარკვევამდე გაყიდვიდან ამოღებულია

თბილისში 8 დეკემბერს დაგეგმილი სერბი კინორეჟისორის ემირ კუსტურიცას კონცერტის ბილეთები სიტუაციის გარკვევამდე გაყიდვიდან ამოღებულია, - ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის Art Media Group-ის დამფუძნებელმა ლელა ასლანიკაშვილმა პრესკონფერნციაზე განაცხადა.

როგორც ასლანიკაშვილმა აღნიშნა, მისთვის უცნობი იყო ფაქტი, რომ კინორეჟისორი 2009 წელს ოკუპირებულ რეგიონში იმყოფებოდა და დასძინა, რომ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ, ქართული მედიიდან შეიტყო.

"უდავოა, რომ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მისი ჩამოსვლა საქართველოში, გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტებას მოითხოვს. შესაბამისად, ვიწყებთ ამ საკითხზე კონსულტაციებს და გაყიდვებიდან ვხსნით კონცერტს სიტუაციის გარკვევამდე", - განაცხადა ლელა ასლანიკაშვილმა.

კითხვაზე - შესაძლოა თუ არა კონცერტი გაუქმდეს, ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ "თუ სიტუაციის გარკვევის შემდეგ დადგინდა, რომ არ პირის ჩამოყვანა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, კონცერტი არ ჩატარდება.

ამასთან, Art Media Group-ის დამფუძნებელმა მედიას კინორეჟისორის პოზიციაც გააცნო:

"კუსტურიცა ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, რომ იგი აკრიტიკებდა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და არავითარ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს. ის ყველანაირი მის წინააღმდეგია. რეჟისორის თქმით, მისთვის ძალიან საინტერესოა საქართველოში სტუმრობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ვიზიტი ქართველი სახელმწიფოსთვის იქნება მისაღები, საქართველოს მოსახლეობისკენ კი მხარდაჭერილი", - განაცხადა ორგანიზატორმა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი რეჟისორი ოკუპირებულ ცხინვალს 2009 წელს სტუმრობდა. კერძოდ რეჟისორი,  ე.წ. სამხრეთ ოსეთს 2009 წლის 9 ოქტომბერს ეწვია. როგორც მაშინ რეჟისორმა განმარტა, ის 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას აპირებდა და საჭირო მასალების შესაგროვებლად ჩავიდა.

ცნობისთვის, კუსტურიცას კონცერტი 8 დეკემბერს არის დაგეგმილი.ორგანიზატორის ინფორმაციით, ემირ კუსტურიცას კონცერტის ბილეთები სიტუაციის გარკვევამდე გაყიდვიდან ამოღებულია

ცნობისთვის, კუსტურიცას კონცერტი 8 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ავტორი: ,

სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics