03:45 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 13:45:50, 2132 ნახვა

პოლიტიკა
„სამართლიანი არჩევნები“: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 13 და ძალადობრივი ქმედების 2 ფაქტი გამოვლინდა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში 5-დან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 13, ძალადობრივი ქმედების 2, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, აგიტაციაში უკანონოდ მონაწილეობის 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, სააგიტაციო მასალების დაზიანების 4 შემთხვევა. გარდა ამისა, „სამართლიანი არჩევნების“ ყურადღების ცენტრში მოექცა საოლქო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის 13 შემთხვევა; ასევე, საეჭვო შემოწირულობების 2 ფაქტი.

"განსაკუთრებული ტენდენციის სახით გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები საოლქო საარჩევნო კომისიებში, რაც გამოიხატება კომისიის წევრთა ოჯახის წევრების არჩევნებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაში. ასეთი ფაქტები გამოვლინდა პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული რამდენიმე წევრის შემთხვევაშიც.

საარჩევნო კამპანიის გააქტიურებასთან ერთად, შესამჩნევი გახდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები. მათგან რამდენიმე შემთხვევაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატებს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ანგარიშში მოყვანილი ზეწოლის ფაქტები ასევე შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებსაც.

ორ სხვადასხვა ოლქში უცნობმა პირებმა საუბნო საარჩევნო კომისიები დაარბიეს. ორივე შემთხვევა მსგავსია და ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

საარჩევნო სუბიექტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიდან საგულისხმოა მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდრე ელისაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი და „ქართული ოცნების“ შტაბის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საკომუნიკაციო საშუალებების მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაში გამოიხატა. „სამართლიანი არჩევნები“, ადმინისტრაციული რესურსის, აგიტაციის წესების დარღვევისა და უკანონო შემოწირულობის გამოყენების რისკებს 29 სექტემბერს დაგეგმილ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩშიც ხედავს, რომელშიც მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული მატჩის ორგანიზებას ა(ა)იპ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახორციელებს.  

კიდევ ერთი ტენდენცია იყო არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. აგიტაციაში უკანონოდ ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ. 4 შემთხვევაში „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა და დამრღვევი პირებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა",-აცხადებენ ორგანიზაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics