09:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 13:19:27, 2478 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში შესაძლოა, Facebook-ი დაიბლოკოს

რუსეთის სახელმწიფო ინტერნეტცენზორმა Roskomnadzor-მა 2018 წლიდან შესაძლოა ქვეყანაში Facebook დაბლოკოს, - ამის შესახებ Roskomnadzor-ის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჟაროვმა Interfax-ს განუცხადა.

მედია საშუალების ინფორმაციით, კომპანია Facebook-ი წლებია უარს ამბობს შეასრულოს რუსეთის "პერსონალური მონაცემების შესახებ" კანონის მოთხოვნების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე რუსეთის ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობა Facebook-ის რუსი მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა მოიპოვოს.

ჟაროვის თქმით, სოციალური ქსელის შემოწმება, რუსეთის კანონმდებლობის თავსებადობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს დაგეგმილი არ არის.  ჟაროვმა განმარტა, რომ თუ Facebook-ი 2018 წელს საკუთარ სერვერებს რუსეთში არ გადაიტანს ის linkedin-ის ბედს გაიზიარებს და დაიბლოკება.

ამასთან, რუსეთის კომუნიკაციების მინისტრის, ნიკოლაი ნიკიფოროვის ინფორმაციით, ქვეყანაში შესაძლოა, ანალოგიური მოთხოვნის გამო, telegram-იც დაიბლოკოს.

მედია წერს, რომ რუსეთმა 2015 წელს მიიღო კანონი, რომლის თანახმად ონლაინ კომპანიებს, რომლებიც მომსახურების გაწევას რუსეთის ტერიტორიაზე ახდენენ და ფლობენ მომხმარებელთა შესახებ პერსონალური სახის ინფორმაციას, დაეკისრათ ვალდებულება, სერვერები რუსეთის ტერიტორიაზე ჰქონდეთ განთავსებული. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში განთავსებულ სერვერებზე ადგილობრივ მთავრობას შეუზღუდავი წვდომა აქვს.

რუსეთში ინტერნეტ თავისუფლება თითქმის არ არსებობს. "ეფ-ეს-ბე" ქვეყანაში ინტერნეტტრაფიკს აკონტროლებს, Roskomnadzor-ს კი, ათობით საიტი აქვს დაბლოკილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics