09:44 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 12:27:43, 2702 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ნავალნი ისევ დააკავეს - „ბებერ პუტინს არ უნდა, რომ აქციას დავესწრო“

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ისევ დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

სამართალდამცველების თქმით, მისი დაკავების მიზეზი გახდა ოპოზიციონერის მოწოდებები. კერძოდ კი, პოლიტიკოსი მოსახლეობას მოუწოდებდა, არასანქცირებულ მიტინგებში მიეღოთ მონაწილეობა.

მანამდე საგამოძიებო უწყებაში აცხადებდნენ, რომ ნავალნი დაკავებული არ არის და ის უწყებაში გამოკითხვაზე მიიყვანეს.

ამასთან, ნავალნის განცხადებით, მისი დაკავება კრემლის განკარგულებით მოხდა.

"კრემლი აღიქვამს ჩემს შეხვედრებს ამომრჩევლებთან, როგორც საფრთხეს და შეურაცხყოფას. რადგან მათთან შეხვედრაზე უფასოდ არავინ მიდის. როგორც ყოველთვის დამაკავეს და არაფერს მეუბნებიან. როცა ვიკითხე, რატომ ვარ დაკავებული, მითხრეს გავერკვევითო. ბებერ პუტინს არ უნდა რომ ნოვგოროდში დაგეგმილ მიტინგზე წავიდე. სადარბაზოშივე დამაკავეს, როდესაც გამგზავრებას ვაპირებდი", - წერს ოპოზიციონერი Twitterის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, დღეს ნიჟნი ნოვგოროდში მიტინგია დაგეგმილი, რომელიც მოსკოვის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ეს ალექსეი ნავალნის დაკავების პირველი შემთხვევა არ არის. ბოლოს ის 12 ივნისს დააკავეს. მაშინ ის კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ჩატარებას გეგმავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics