03:44 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 20:34:48, 2565 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ლიპარტია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბორჯომი წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის. 

ლევან ლიპარტია პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ახალციხეში, რეგიონის მერობის დანარჩენ ხუთ კანდიდატთან ერთად წარადგინა. 

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ „ქართულმა ოცნებამ“  ბორჯომის მერობის კანდიდატად დამასახელა. ეს ასევე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი გუნდი დიდი გამოწვევის წინაშე დგას,  მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოთხი წლის შემდეგ, ხალხის წინაშე პირნათლად წარვსდგეთ და ბორჯომი ერთ-ერთ წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ“, - განაცხადა ლევან ლიპარტიამ. 

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics