2017-09-28 13:34:36, 2407 ნახვა
კომენტარი
ილია მეორე: ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს, მასპინძელმა თავისი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, მრევლს მოუწოდა, რომ ყოველ ხუთშაბათს, სამების ტაძარში, ერის გამთლიანებისთვის სალოცავად შეიკრიბონ.
ამასთან, უწმინდესმა ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხზეც ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიზიდულობის ძალა გააჩნია.
„საქართველოს გააჩნია მიზიდულობა, მაგრამ ეს გვაწყობს ჩვენ თუ არა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი. სამუშაო ადგილი თუ უნდა ადამიანს, აუცილებლად გაჩნდება“, - განაცხადა პატრიარქმა.
ავტორი: ,