02:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 20:01:25, 2076 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ვარკეთილისა და ვაზისუბნის რაიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონსა და ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრისას დევნილმა მოსახლეობამ სანიაღვრე სისტემის, გარე განათებისა და შენობების ფასადების მოწესრიგება მოითხოვა.

როგორც ლევან დავითაშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში, დასახელებული პრობლემების დროულად მოგვარებაზე იმუშავებს.

„დღეს სოხუმის დაცემის დღეა. ეს მძიმე თარიღია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა საკუთარ კერას მალე დაუბრუნდება. იქამდე კი ყველა ვალდებული ვართ, მათ ცხოვრების ღირსეული პირობები შევუქმნათ. მოგეხსენებათ, ხელისუფლება ამ კუთხით მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს. ათასობით დევნილ ოჯახს უკვე კომფორტული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა. ჩვენ გუნდს გააჩნია კონკრეტული პროგრამები ამ მიმართულებით, მე კი, გამარჯვების შემთხვევაში, ამ ადამიანების წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს ვიღონებ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა დევნილებთან შეხვედრისას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics