16:25 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 16:40:56, 1994 ნახვა

კომენტარი
მიშველაძის განცხადებით, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე არ იყო

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სახელმწიფო ინტერესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა შერჩევა გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარმართულიყო.

"სტრასბურგის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი მოსაზრებები.

ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ეს პროცესი წარიმართა სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის ძალიან ნეგატიური შეფასებებისა და დასკვნების ფონზე.

ბოლოს მოგეხსენებათ, რომ კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებმა დატოვეს კიდეც და ამის მიზეზი პოლიტიზებული და გაუმჭვირვალე პროცესი იყო.

ცხადია, როგორც მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის, სახელმწიფო ინტერესებისათვის, ვინაიდან ქვეყნის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციაში გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარდგენილიყო ძალიან მაღალ კვალიფიციური კანდიდატები და ეს კანდიდატები არ უნდა აჩენდნენ არანაირ კითხვის ნიშანს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, არამარტო კანდიდატები არამედ მთელი ეს შერჩევის პროცესი",  - აღნიშნა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics