02:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 15:27:41, 1921 ნახვა

პოლიტიკა
დავით უთმელიძე: სასჯელაღსრულების სისტემაში ბაჩო ახალაიას პერიოდში არ მიმუშავია

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. 

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასჯელაღსრულების სისტემაში მის საქმიანობასთან დაკავშირებით, გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება, რაც შეგნებულად გავრცელებული ჭორია. 

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე ბაჩო ახალაიას პერდიოში, სასჯელაღსრულების სისტემაში ვმუშაობდი, რაც მტკნარი სიცრუე, დეზინფორმაცია და შეგნებულად გავრცელებული ჭორია, რათა მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატსა და ჩემ გუნდს ავნონ. ყველანაირი გზით ცდილობენ, რომ რაღაც არიონ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა დავით უთმელიძემ. 

მაჟორიტარობის კანდიდატმა ბრიფინგზე შესაბამისი დოკუმენტიც წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ 2005 წლის ნოემბრიდან ის სასჯელაღსრულების სამინისტროში აღარ მუშაობს. 

„ამ დღის შემდეგ, ფიზიკურად სასჯელაღსრულების სისტემაში არ მიმუშავია, მითუმეტეს, ბაჩო ახალაიას პერიოდში. მინდა ვთხოვო ჩემს ოპონენტებსა და ჟურნალისტებს, სანამ რამეს გამოაქვეყნებენ, გადაამოწმონ. იმ რეჟიმთან არ მიმუშავია და იმ უმსგავსობასთან დავით უთმელიძეს კავშირი არ ჰქონია“, - განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. 

დავით უთმელიძემ ბრიფინგი თანაგუნდელებთან - ჯაბა ჯიშკარიანთან და ირაკლი ზარქუასთან ერთად გამართა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics