09:46 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 15:15:40, 2436 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: პოროშენკოს დაბადების დღეზე პუტინმა ძალიან ცინიკური საჩუქარი გაუკეთა - აფეთქებები ვინიცაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ქალაქ კალინოვკაში მომხდარ აფეთქებაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„პოროშენკოს დაბადების დღეზე პუტინმა ძალიან ცინიკური საჩუქარი გაუკეთა - აფეთქებები ვინიცაში. ამით პუტინი ამერიკელებს ეუბნება: არ ღირს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ისინი ამ იარაღს ვერ დაიცავენ. პრობლემა იმაშია, თუ რატომ ვაძლებთ პუტინს მსგავსი "საჩუქრების" გაკეთების უფლებას“, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს კალინოვკასთან მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. კალინოვკიდან და მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics