02:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 12:34:41, 1825 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება თუ არ იქნება მიღებული, ვეტოს დავძლევთ

„ვფიქრობთ, რომ ძალიან პოზიტიური იქნება პრეზიდენტმა მიიღოს შეთავაზება და ვეტო ამ ორი ცვლილებებისთვის გამოიყენოს, რომელიც ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებს და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას შემდეგი არჩევნებისთვის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, თუ ეს შეთავაზება არ იქნება მიღებული, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.

 „რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ შესთავაზა პრეზიდენტს რომ ვეტო იქნას გამოყენებული იმ ორი მნიშვნელოვანი ცვლილების შესატანად, რომელიც ეხება ბონუსის მექანიზმის გაუქმებს და ერთჯერადად ბლოკების შესაძლებლობის დატოვებას შემდეგი არჩევნებისთვის. ვფიქრობთ რომ ძალიან პოზიტიური იქნება რომ პრეზიდენტმა ეს შეთავაზება მიიღოს და ვეტო ამ ორი ცვლილებისთვის გამოიყენოს. თუმცა, თუ ეს შეთავაზება არ იქნება მიღებული რა თქმა უნდა ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დავძლევთ. პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით მიიღო ახალი საკონსტიტუციო ცვლილბები, რომელიც ქმნის ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული გან ვითარების გარანტიებს. აქ მნიშვნელოვანია რომ ოთხი პრინციპის გაძლიერება და მხარდაჭერა ხდება. ეს არის ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ზეპარტიული პრეზიდენტი. ამ კონსტიტუციაში გაძლიერებულია ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიები ასევე სახელმწიფის პასუხისმგებლობები მოქალაქეების მიმართ. შექმნილია უკეთესი ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს  ჰქონდეს  ორი  მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.

„ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა და ვენეციის კომისიის დადებითი დასკვნა, სადაც ცალსახადაა აღნიშნული რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიას და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას ემსახურება“,-აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics