19:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 12:14:41, 1866 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარის მიღება შეეძლებათ

საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავების გვარების გაერთიანებით წარმოებული გვარის ტარება შეეძლებათ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს,    შესაბამისი ცვლილებები მთავრობის 26 სექტემბრის სხდომაზე, იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით დამტკიცდა.

უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანებაა შესაძლებელი.

საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაა. 2014 წლის 4 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება  (№2/4/570) მოქალაქე ნუგზარ ჯაყელის საქმეზე და არაკონსტიტუციურად ცნო „სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოქალაქეს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად ნაწარმოები გვარის ტარების გარდა სხვა საშუალებას არ აძლევს.

 საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირს უფლება უნდა ჰქონდეს, ატაროს საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის (დედა, ბებია, ბაბუა, ...) გვარების გაერთიანების შედეგად წარმოებული გვარი.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics