02:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 09:55:42, 1882 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო

თბილისის მერია, მომავალი 4 წლის განმავლობაში ქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე იმუშავებს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესებას, ისე, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას - ამის შესახებ, დღეს, კახა კალაძემ განაცხადა.

„ძველი თბილისის რეაბილიტაცია არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. ამისათვის 4 წლის განმავლობაში 500 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ პროცესში გათვალისწინებული იქნება ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაც“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძე, დღეს ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა აღმაშენებლის გამზირი, ფიროსმანის, წინამძღვრიშვილისა და ჩიქობავას ქუჩები დაათვალიერა. კახა კალაძე, ასევე, წინამძღვრიშვილის N121-ში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც  შეხვდა  და მათ საჭიროებებს გაეცნო.

თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებასა და ქაოტური მშენებლობების აღკვეთაზე გაამახვილა. მისი თქმით, საჭიროა ინტენსიური მუშაობა იმისათვის, რომ ქალაქში შემცირდეს ჰაერის დაბინძურების დონე.

„გვაქვს ამბიცია იმის, რომ  4 წელიწადში ქალაქში რადიკალური განსხვავება იყოს ეკოლოგიური თვალსაზრისით. ამისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა. ახალი მწვანე სივრცეების შექმნისა და არსებული პარკებისა თუ სკვერების რეაბილიტაციის გარდა, ამ მიმართულებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, რადგან გამონაბოლქვი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, არც ერთი საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება სკვერების, სპორტული მოედნებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხარჯზე.

„ქაოტური განაშენიანების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნება მოგვარებული ამ ქალაქში. გვეყო ის, რაც გავაკეთეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში - დავამახინჯეთ დედაქალაქი და უკვე ამის უფლება აღარ გვაქვს. ამ მიმართულებით თუ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, რამდენიმე წელიწადში ქალაქში სუნთქვა შეუძლებელი იქნება. მშენებლობების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს სწორად და ხარისხიანად“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას  ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი რიმა ბერაძე და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ირაკლი ზარქუა და ბექა დავითულიანი შეხვდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics