|
2017-09-26 17:10:33, 2173 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ ჩატარდა
ბათუმში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო დერეფანი 2017“ გაიმართა. შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფნის ახალი ტვირთები და პერსპექტივები, კასპიის და შავი ზღვის რეგიონში ტვირთბრუნვის დინამიკის რეფორმაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სატარიფო პოლიტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. კონფერენცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გახსნა. მან სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, კონფერენციაზე მიღებული შედეგები მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის იმისთვის, რომ ის ბიზნესურთიერთობები, რაც არსებობს საქართველოს რკინიგზასა და მის პარტნიორებს შორის უფრო გრძელვადიანი და მყარი გახდეს. კონფერენციას 15 -ზე მეტი ქვეყნის 130 დელეგატი ესწრებოდა, რომლებიც ნავთობისა და სატრანპოსრტო-ლოჯისტიკურ კომპანიებს, ასევე ნავთობგადამამუშავებელ და საწვავის მომხმარებელ ქვეყნებს წარმოადგენდნენ. მე-4 საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო დერეფანი 2017“ საქართველოს რკინიგზისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)