16:24 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 15:30:25, 2439 ნახვა

კომენტარი
ნიკა მელია საპარლამენტო უმრავლესობას: ეს დღე ძვირად დაგიჯდებათ

"ეს დღე ძვირად დაგიჯდებათ, რადგან როგორც ჩანს გგონიათ, რომ როგორც ამ დარბაზში ხართ უმრავლესობაში, ასევე ხართ დარბაზს გარეთაც, რაშიც ცდებით", - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ. 

როგორც მელიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი კონსტიტუციის შეცვლის პროცესში მარტოა. 

"გულწრფელად გეტყვით, რომ არ მშურს არც ერთი თქვენგანის, რადგან ვხედავ თქვენს უახლოეს მომავალს - როგორ ეცდებით მომდევნო ხელისუფლებასთან მიკედლებას, რადგან დღეს რეალურად თქვენ ამ პროცესით სათავე დაუდეთ ძალიან მტკივენულ პროცესს, რომელიც ბუმერანგივით მოგიტრიალდებათ. თქვენ ამ პროცესში მარტო ხართ. და რაც არ უნდა ილაპრაკოს ეკა ბესელიამ აქ არ არის ჩემი ტანი და თავიო, დიახ არის. 

ამ კონსტიტუციის მიღებაში თქვენ არც ერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი არ გყავთ მოკავშირედ. თქვენ აკანონებთ დიქტატორულ და კლანურ კონსტიტუციას. თქვენ მოქალაქეებს ართმევთ უფლებას გადაირჩიონ ხელისუფლება. არ არსებობს კონსტიტუციის გარშემო ელემენტარული თანხმობ", - განაცხადა მელიამ.  









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics