|
2017-09-26 13:18:33, 1333 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების განახლებული მემორიალი გაიხსნა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული ქართველი მეომრების - I კლასის რიგითის ვასილ ყულჯანაშვილის და უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად განახლებული მემორიალი გაიხსნა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ბექა ამბროლაძემ და ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პატივი მიაგეს დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნას. ცერემონიალს ტაქტიკური დაჯგუფება „სპარტანის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სტივენ ფილიპსი, ასევე ჩეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში პატრულირებისას 2015 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა, ხოლო II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილის თვიდან ასრულებდა. ის 2017 წლის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)