19:38 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 12:49:53, 1714 ნახვა

საზოგადოება
მთავრობას სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს

მთავრობა 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებაზე შეიტანს განაცხადს. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.  მისივე განმარტებით, სათხილამურო  ფედერაციის გენერალური მდივნისა და ექსპერტების შემადგენლობით, ცოტა ხნის წინ, საქართველოში დელეგაცია იმყოფებოდა,  რომლებმაც საქართველოს ინფრასტრუქტურა  ჩემპიონატის მოთხოვნების შესაბამისად ჩათვალეს.

"2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე შეგვაქვს განაცხადი. რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდი შვეიცარიაში, სადაც შევხვდი საერთაშორისო, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ჯან ფრანკო კასპერს, რომელსაც ვესაუბრე საქართველოში სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჩვენ გავუკეთეთ ბატონ კასპერს პრეზენტაცია საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა დელეგაცია, უკვე სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივნის და ექსპერტების შემადგენლობით, რომლებმაც შეაფასეს ჩვენი სამთო-სათხილამურო კურორტების მზადყოფნა და ჩვენი ინფრასტრუქტურა ჩათვალეს შესაბამისად იმ მოთხოვნების, რომელიც ამ ჩემპიონატს აქვს.

გარკვეული სამუშაოები გვაქვს ჩასატარებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავრია, რომ ყველა პარამეტრით ჩვენი კურორტები აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც არის საჭირო ესოდენ მნიშნელოვანი ტურნირების ჩატარებისთვის. ამ ტურნირის განმავლობაში, თუ რა თქმა უნდა, საბოლოოდ დავაკმაყოფილებთ პარამეტრებს და მოვიგებთ ჩემპიონატის ჩატარების უფლებას, 25 ათასამდე ადამიანი ჩამოვა საქართველოში, მოხდება საქართველოს პოპულარიზაცია, ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, რაც ჩვენთვის არის მაღალი დონის ამოცანა, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებმა, ჩვენმა უფრო მეტად ისიამოვნონ ზამთრის სპორტის სახეობებით, უფრო მეტად ჩაერთონ, გაიკაჟონ ჯანმრთელობა. წელს უკვე ზამთრის სეზონზე გადავდგით ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მცოცავი გრაფიკი შემოვიღეთ ზამთრის არდადეგების, როდესაც გაცილებით მეტმა ბავშვმა შეძლო იაფფასიან სასტუმროებში ზამთრის არდადეგების გატარება. ასევე ზამთრის, სათხილამურო სკოლებს ვაფინანსებთ, და მომავალ წელსაც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. გავაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც საჭიროა საქართველოს ამ მიმართულებით საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისთვის", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics