08:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-26 12:13:17, 2139 ნახვა

მსოფლიო
ბერძნული მედია 24 საათით გაიფიცა

ბერძნული მედია 24 საათით გაიფიცა, - ამის შესახებ Amna იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დღეს დილის 06:00 საათიდან ხვალ დილის 06:00 საათამდე რადიოებსა და ტელევიზიებში ახალი ამბების გამოშვებები არ გავა. ამასთან, 24 საათით მუშაობას საინფორმაციო სააგენტოებიც წყვეტენ.

როგორც სააგენტო წერს, გაფიცული მედია საშუალების წარმომადგენლები დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნებას და მედიის თანამშრომლების შრომითი და სოციალური უფლებების დარღვევის შეწყვეტას ითხოვენ.

ადგილობრივ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მთავრობასთან და დამსაქმებლებთან ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა იმ ფონდის (EDOEAP) გადარჩენა, რომლის საშუალებითაც მედიის წარმომადგენლები დამატებით პენსიებს, სამედიცინო მომსახურებას და ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.

მედიის ცნობით, გაფიცვის ორგანიზატორი ჟურნალისტების გაერთიანება ESHEA-ა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics