|
2017-09-25 18:02:20, 2162 ნახვა
საზოგადოება
სტრასბურგში საქართველოდან ასარჩევ მოსამართლეობის 3 კანდიდატთან გასაუბრება 29 სექტემბერს გაიმართება
საქართველოდან წარგზავნილ სამ კანდიდატთან ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო კომიტეტზე გასაუბრება გაიმართება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლადო ჭანტურიას, ლალი ფაფიაშვილსა და ოთარ სიჭინავას კომიტეტის წევრები 29 სექტემბერს გაესაუბრებიან. გასაუბრება სამეტაპიანი კონკურსის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე საქართველოში შიდა შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, რომლის შედეგადაც, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსაგზავნი მოსამართლის სამი კანდიდატურა წარადგინა. კანდიდატები დადებითად შეფასდნენ ევროსაბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის მიერ. ამით საქართველოში შიდა შესარჩევი პროცედურები დასრულდა. კონკურსის მეორე ეტაპზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის წევრები გასაუბრებისას ერთ ან ორ კანდიდატს შეარჩევენ. კომიტეტის წევრების მიერ შერჩეულ კანდიდატებს ან კანდიდატს მესამე ეტაპზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უყრიან კენჭს, რის შემდეგაც საქართველოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოდან 9 წლის ვადით არჩეული ახალი მოსამართლე ეყოლება. (NS)
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)