|
2017-09-25 16:44:03, 1908 ნახვა
საზოგადოება
ცესკო რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგს მართავს
რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგს გადიან. ტრენინგი დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელ ჟერომ ლეღოსთან და სწავლების ცენტრის დირექტორ ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. „საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების პერიოდში ტრადიციულად ატარებს საინფორმაციო ტრენინგებს მედიის წარმომადგენლებისთვის იმისათვის, რომ ჟურნალისტებს გავუზიაროთ ის საკანონმდებლო მოთხოვნები, ვალდებულებები და უფლებები, რაც უკავშირდება არჩევნების გაშუქებას, კამპანიის მიმდინარეობის წესებს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ ყოვლისა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ“,-აღნიშნა გიორგი შარაბიძემ. სწავლების ძირითადი თემები საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვაა. საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები ჟურნალისტებს დეტალურად აცნობენ შემდეგ საკითხებს: კენჭისყრის დღე და ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები; საერთაშორისო გამოცდილება და არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა და ა.შ. „ეს პროექტი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ვინაიდან მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მედიასაშუალებების წარმომადგენლების საარჩევნო უფლებებსა და ვალდებულებებს უკავშირდება. ეს ხელს შეუწყობს მათ თავისი საქმიანობის არჩევნების დღისთვის ეფექტიანად განხორციელებაში“,- განაცხადა ნათია ზაალიშვილმა. ტრენინგებს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა“ და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან“ თანამშრომლობით ატარებენ. 25 სექტემბერს ტრენინგი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობა 20-მა ჟურნალისტმა მიიღო. 27 და 28 სექტემბერს კი ტრენინგები ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება, სადაც საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციას 43 ჟურნალისტი გაეცნობა. (NS)
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)