|
2017-09-25 16:28:38, 1760 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა საშიროებების შესახებ ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე,აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა საჭიროებების შესახებ ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს. „ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად, ჩვენ შევიმუშვებთ და განვახორციელებთ ახალ კონცეფციას“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა სოციალური პოლიტიკის მიმართულებების პრეზენტაციაზე. ინკლუზიური ქალაქის კონცეფციაზე დეტალურად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა. იონათამიშვილის განცხადებით, კონცეფციის უმთავრესი მიზანი იქნება შშმ პირთა დამოუკიდებელი გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა,რისთვისაც აუცილებელია მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, შეფასება და ინდივიდუალური ადაპტირების პროექტების განხორციელება. მისივე თქმით, საფეხმავლო გზებზე მოეწყობა მკვეთრი ფერის ტაქტილური პანდუსები, რითაც თანაბრად ისარგებლებენ, როგორც ეტლით მოსარგებლე პირები, ასევე უსინათლო, მხედველობის პრობლემისადა ქცევის დარღვევის მქონე პირები; მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების ადაპტირება კი უნივერსალური დაპროექტების პრინციპით მოხდება. უმრავლესობის წევრმა ავტოპარკის ადაპტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით განახლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტობუსებში დამონტაჟდება ხმოვანი განცხადებების სისტემა უსინათლო და მხედველობის პრობლემის მქონე პირებისთვის. გარდა ამისა ასევე, დაიწყება თბილისის მეტროპოლიტენის ადაპტირების პროექტზე მუშაობა და მისი განხორციელება. რაც შეეხება სკოლამდელ ინკლუზიურ განათლებას, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითოეული ბავშვს თავიდანვე ეძლეოდეს სწორი განვითარების საშუალება და იძენდეს ინკლუზიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილებას. როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, აღნიშნული კონცეფციიათბილისის საბავშვო ბაღებში ინკლუზიური სკოლამდელი განათლების განხორციელებასაც ითვალისწინებს, რისთვისაც სპეციალური პედაგოგები შესაბამისად მომზადდებიან. „ინკლუზიური ქალაქის პროექტი საკმაოდ ამბიციური პროექტია, მაგრამ მერწმუნეთ, მნიშვნელოვანი წარმატებები გონივრული ამბიციის გარეშე არ განხორციელდება, მით უფრო, როცაეს თითოეული ჩვენთაგანის უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, პასუხისმგებლობაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე თითოელი პირისა და შესაბამისად, პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე“, - განაცხადა იონათამიშვილმა. (NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)