01:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 16:21:19, 1907 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის განახლება

კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ჯანდაცვის სხვა პროგრამების განვითარებასთან ერთად, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლებას გეგმავს. 
ამის შესახებ მან სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციისას ისაუბრა.
“ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის  მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და პროფესიონალებთან ერთად ახალი კონცეფცია შემუშავდება და განვახორციელებთ” - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა. 
მისივე თქმით, ამ პროცესში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
კახა კალაძის გეგმები შეაფასეს პრეზენტაციაზე დამსწრე მშობლებმაც. 
„ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მშობლისთვის, რომლის შვილიც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონეა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილები, რაც დღეს მოვისმინე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო განწყობა, რომელიც აშკარად იგრძნობოდა და დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძის მერობის პერიოდში გაკეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ ზოგადად, ბავშვებს, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ჰქონდეთ განსაკუთრებული ხელშეწყობა“ - განაცხადა ლაშა კვანტალიანმა. 
სოციალური პოლიტიკის წარდგენას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.  


(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics