01:38 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 14:42:06, 2121 ნახვა

პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტებს მესამე მოსმენით განიხილავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური კანონის პროექტებს-საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ,  მესამე მოსმენის ფარგლებში განიხილავენ.

მომხსენებელი პარლამენტის სპიკერი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. 

ირაკლი კობახიძე ტექსტში მოცემულ შესწორებებზე საუბრობს. მან განმარტა, რომ მესამე მოსმენით დოკუმენტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნის შეტანაა შესაძლებელი.

აქედან გამომდინარე, კობახიძის თქმით, ინიციატივის წესით პარლამენტში შეიტანენ ახალ პროექტს, რომლითაც გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა და ერთჯერადად შენარჩუნდება 3%-იანი ბარიერის პირობებში, ბლოკები მომდევნო არჩევნებისთვის.

„გვქონდა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან, ვენეციის კომისიას ჰქონდა გარკვეული მოსაზრებები, რომელიც არ იყო სარედაქციო ხასიათის და ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ შესაბამისი შესწორებები შევიტანოთ უკვე წარმოდგენილ ცვლილებებში, ოღონდ ამას დასჭირდება ახალი პროცესი, დასჭირდება ახალი კონსტიტუციური კანონის ინიცირება. საქმე შეეხება ძირითად ორ საკითხს. ეს არის ბონუსის ამოღება ძირითადი ტექსტიდან და შეეხება ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დატოვებას. ორივე არის არასარედაქციო შესწორება თავისი შინაარსით, აქედან გამომდინარე, ამისათვის დაგვჭირდება ახალი პროცესის ინიცირება და ახალი კონსტიტუციური კანონის წარდგენა საქართველოს პარლამენტში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics