2017-09-25 12:32:26, 2721 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ლვოვის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე ლვოვის ოლქსის ქალაქ მოსტისკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატმა მარკინ გალაბალამ განაცხადა. ინფორმაციას 112.UA იუწყება.
„ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჩვენ ვწერთ სააპელაციო საჩივარს, ამისთვის 10 დღე გვაქვს“, - განაცხადა გალაბალამ.
გალაბალას თქმით, ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ გაუქმებას მოითხოვენ.
მედია საშუალების ინფორმაციით, სააკაშვილის დაცვის მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ავტორი: ,