18:19 - 17 Jun, 2026
|
2017-09-25 10:30:30, 2077 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ქუჩის ბინადარი ცხოველების პრობლემას თანამედროვე და ჰუმანური მიდგომა სჭირდება
კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ქუჩის ბინადარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას და თავშესაფრების ხელშეწყობას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დიღმის მასივში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა. „ქუჩის ბინადარი ცხოველების, მათი პოპულაციის პრობლემას თანამედროვე და ჰუმანური მიდგომა სჭირდება. ჩვენ მოვაწესრიგებთ ამ საკითხს. ცხოველებს ჩაუტარდებათ აცრები, ასევე, ხელს შევუწყობთ ცხოველთა თავშესაფრების და ზოგადად, ამ სფეროს თანამედროვე მიდგომებით განვითარებას“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა მერიაში შემავალი შესაბამისი უწყების განვითარებას და მოწესრიგებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)