01:38 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-24 18:57:54, 2003 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: სამარცხვინოა, რომ ოპონენტები წინასაარჩევნოდ თავის გასაპიარებლად დეზინფორმაციას ავრცელებენ

„მინდა მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ რამდენიმე დღეა მიზანმიმართულად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ზაჰესში ახლადგანხორციელებული პროექტით გაკეთებული ხიდი, რომელსაც აქ მცხოვრები მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, ჩაინგრა",-ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. 
მისივე თქმით, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სამარცხვინოა , რომ ოპონენტები ამას საარჩევნოდ თავის გასაპიარებლად იყენებენ
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ჩაინგრა არა ხიდი, არამედ ახლო მდებარე გზის მცირე მონაკვეთი, რაც წყლის მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია. 
„ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ. ახალ საფეხურზე უნდა გადავიყვანოთ საქართველოში პოლიტიკა და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. დასრულდა ის დრო, როდესაც ტელევიზიები,  მედია ერთ ადამიანს ედო ჯიბეში. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ტყუილი თქვას. მესმის, რომ უამრავი პრობლემაა.  მერობის კანდიდატებმა ნება იბოძონ და ამ პრობლემებზე ისაუბრონ და არა მოგონილ თემებზე. პრობლემა რეალურად იყო, თუმცა ხიდს არ უკავშირდებოდა, ეს იყო „GWP”-ის წყლის მილსადენი, რომელიც დაზიანდა, გამორეცხა ნიადაგი და ჩავარდა ასფალტი. ეს პროექტი უკვე დასრულდა, ამისთვის მადლობას ვუხდით „GWP”-ს.  ასფალტის აღდგენითი სამუშაოები მალე დაიწყება”, - განაცხადა კახა კალაძემ. 
ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე, რომლის განცხადებით, ის პირადად ადევნებდა თვალს 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს. 
„ამ წუთებში მიმდინარეობს გრუნტის დატკეპვნის სამუშაოები და 24 საათში, მაქსიმუმ,  სამშაბათს დილით მოძრაობა აღდგენილი იქნება. აქ მთავარი ის კი არ არის, ავარია მოხდება თუ არა, არამედ რამდენად სწრაფად მოხდება რეაგირება. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის ასე იქნება. თუ სადმე პატარა გაჭირვება აქვს ჩვენს დედაქალაქს, არც ერთი ჩვენგანი, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობიდან დამთავრებული ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ ამბავს უყურადღებოდ არ დატოვებენ”, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics