01:38 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 10:37:57, 2356 ნახვა

პოლიტიკა
ისლანდიასა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ისლანდიასა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის  ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ გუდლაუგურ თორ თორდარსონს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და ისლანდიას შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმებას.

ისინი მიესალმნენ ორ ქვეყნას შოროს საერთაშორისო ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, რომელის პოტენციალიც, მათი შეფასებით ქვეყნებს შორის ძალიან დიდია. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.

მიხეილ ჯანელიძემ ისლანდიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებისა და საქართველოში ბიზნესის წარმოების ლიბერალური პოლიტიკის შესახებ, რაც შესაძლოა საინტერესო იყოს ისლანდიური საქმიანი წრეებისთვის. გამოითქვა დაინტერესება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ისლანდიის მხარეს, ისლანდიაში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქის სამძებრო სამუშაოებში აქტიური ჩართულობისთვის.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი კოლეგა ისლანდიაში მიიწვია, თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვა მზადყოფნა გუდლაუგურ თორ თორდარსონს თბილისში უმასპინძლო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics