00:31 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 02:47:27, 2532 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არცერთ რეკომენდაციას არ აქვს საკვანძო მნიშვნელობა დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის

 „არის ჩამოთვლილი რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც აქვს ვენეციის კომისიას. არცერთ ამ რეკომენდაციას არ აქვს საკვანძო მნიშვნელობა დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ვენეციის საბოლოო დასკვნა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის უმნიშნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი.

„კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი საკონსტიტუციო სისტემის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით.

მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ვენეციის კომისიას ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობისთვის და ჩვენ, ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

მედიის წარმომადგენელთა კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ვენეციის დასკვნაში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსის თაობაზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დასკვნის მიხედვით, სამწუხაროდ, არ არის მიღწეული ფართო კონსენსუსი, მაგრამ დოკუმენტში ხაზგასმულია ორივე მხარის როლი.

„აქ საუბარია მმართველ პარტიაზე, აქ საუბარია უმცირესობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კონსენსუსისთვის, პრაქტიკულად, არაფერი გააკეთა საპარლამენტო თუ არა საპარლამენტო ოპოზიციამ. ჩვენ ძალიან მარტივი რამ შევთავაზეთ ოპოზიციურ პარტიებს - ვთხოვეთ იმ საკითხების ჩამოწერა, რომელთა ასახვის შემთხვევაში, ისინი მხარს დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ესეც კი არ გააკეთეს, რითაც გადამწყვეტი დაბრკოლება შეუქმნეს კონსენსუსის ჩამოყალიბებას. ვენეციის კომისია საუბრობს კონსენსუსის მნიშვნელობაზე და ამ სულისკვეთებას ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ, თუცა რაც შეეხება მხარეების წვლილს მის მიუღწევლობაში, ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას პოზიცია გამოხატული არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics